83 მილიონით გაზრდილი ჩინოვნიკების ხელფასი - როგორ ხარჯავს მთავრობა ხალხის ფულს

09.09.21 13:51
83 მილიონით გაზრდილი ჩინოვნიკების ხელფასი - როგორ ხარჯავს მთავრობა ხალხის ფულს

არჩევნების წინ სახელმწიფო უწყებებმა შტატგარეშე თამამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს - 6 ლარი დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი კი გასულ წელზე 84 მილიონით მეტია.

მესამე სექტორში უკვე გაჩნდა ეჭვები, ვის ასაქმებენ სახელმწიფო უწყებები და რა ნიშნით ხდება მათი შერჩევა. 

კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ  შრომის ანაზღაურების ხარჯი მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ გაიზარდა. 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ ბგამოქვეყნებული ანგარიშით კარგად ჩანს, როგორ ხარჯავს მთავრობა ხალხის ფულს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები 83 მილიონითაა გაზრდილი. ბოლო 6 თვეში შტატგარეშე თანამშრომლებს 153 მილიონი ლარი გადაუხადეს. ასევე მივლინებებში 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს მონაცემები გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მაღალია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პარტიულ აქტივს აფინანსებს. 

"გამჭვირვალობას" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, აღნიშნავს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას ახდენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემები გვაქვს, პრობლემებია პრიორიტეტეებთან მიმართებაში. როცა საქმე შეეხება საჯარო მოხელეებისა და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებს, აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. გადასახადების ფული მიდის იმ ადამიანების ჯიბეში, რომლებიც რას აკეთებენ, არის გაუგებარი. ძალიან ბევრი სიპ-ი და აიპ-ია, რომლის მუშაობის და ფუნქციის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.ნებისმიერ ხელისუფლება დეა მათ შორის ,,ოცნებაც" ცდილობს, რომ ხმები მოიზიდოს - აცხადებს გიგაური.

მსგავსი სიახლეები