ადვოკატი: "სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის"

09.01.25 10:56
ადვოკატი: "სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის"

სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის,  თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

ადვოკატი ამბობს, რომ ხვალ სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.
ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. 
პროცესის დრო - 10:30 საათი.
შევხვდებით პროცესზე"- წერს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები