ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს

09.01.25 15:53
ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს

ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს. 

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. 

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული. 

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები