უარი "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენს - "დურუჯის" პრემიის ლაურეატმა მსახიობებმა ჯილდოები უკან დააბრუნეს

09.01.25 17:04
უარი "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენს - "დურუჯის" პრემიის ლაურეატმა მსახიობებმა ჯილდოები უკან დააბრუნეს

უარი "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენს - პრემია "დურუჯის" ლაურეატი მსახიობები რეჟიმის მაქებელ ლაშა პაპაშვილს ემიჯნებიან და მიღებულ ჯილდოებს უკან აბრუნებენ. 

ქანდაკების გარდა, რომელიც პრესტიჟული ჯილდოს მოგების შემდეგ გამარჯვებულებს გადაეცემოდათ, ასევე იყო ფულადი პრემიები, რომელსაც ევროპული მომავლის მცველი თეატრალები შეაგროვებენ და გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადარიცხავენ. 

როგორც რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი "პირველებთან" აცხადებს, პრემია "დურუჯის" ლაურეატების უმრავლესობისთვის მიუღებელია ფლობდეს იმ ჯილდოს, რომლის დამფუძნებელიც ოლიგარქის რეჟიმს ამართლებს.

პრემია "დურუჯის" ლაურეატების უმრავლესობისთვის მიუღებელია ფლობდეს იმ პრემიას, რომლის დამფუძნებელიც ოლიგარქის რეჟიმს ამართლებს, ოლიგარქს ისტორიულ ფიგურას ეძახის, ამბობს, რომ ომი აარიდა საქართველოს. სინამდვილეში, ომი ქართველ ხალხთან წამოიწყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვებრუნებინა პრიზები უკან. 21 ლაურეატი შეგროვდა. პრემია ქანდაკების გარდა, ფულად ჯილდოს გულისხმობდა, რომლის ეკვივალენტსაც ჩვენ ვაგროვებთ. ჩვენ შევქმენით რეპრესირებული ხელოვანებისთვის დახმარების ფონდი. ამ ფონდში გადავრიცხავთ და მოვახმართ ისევ იმ საქმეს, რომელსაც ერთ დროს პრემია "დურუჯი" ემსახურებოდა", - ამბობს მიხეილ ჩარკვიანი. 

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ლაშა პაპაშვილს ჯილდოები უკან შემდეგმა მსახიობებმა დაუბრუნეს:

  • დავით გაბუნიამ
  • მიხეილ ჩარკვიანმა
  • სანდრო ნიკოლაძემ
  • გია სურმავამ
  • თორნიკე გოგრიჭიანმა
  • დათა თავაძემ
  • ნატუკა კახიძემ
  • ალექს ჩიღვინაძემ
  • თამთა მელაშვილმა
  • ქეთა შათირიშვილმა
  • დათო საყვარელიძემ
  • ლაშა ბუღაძემ
  • კახა კინწურაშვილმა
  • თამრი ოხიკიანმა
  • გეგა გაგნიძემ
  • პაატა ციკოლიამ
  • ოთარ ქათამაძემ
  • ნინო კასრაძემ
  • ნანკა კალატოზიშვილმა 

მსგავსი სიახლეები