პროკურატურა ზვიად ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვს - პროცესი შაბათს ჩაინიშნა

09.01.25 18:18
პროკურატურა ზვიად ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვს - პროცესი შაბათს ჩაინიშნა

პროკურატურა ზვიად ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვს - პროცესი შაბათს ჩაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას "დაფიონის" დამფუძნებლის მამა სოციალურ ქსელში ავრცელებს: 

"შაბათ დღეს - 11 იანვარს 10:00 საათზე დაინიშნა ზვიადის სასამართლო პროცესი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ზვიადი თავის მეგობრებს და  თანამებრძოლებს ელოდება სასამართლოს სხდომის დარბაზში." წერს ზურა ცეცხლაძე. 

ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ის აქციების აქტიური მონაწილეა. ცეცხლაძესა და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს რეჟიმის მოსამართლე  ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შსს 19 წლის ახალგაზრდას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

 

მსგავსი სიახლეები