ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.