"ლუი კოფიდან" აქციებზე დგომის და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს - მოქალაქე

09.01.25 20:15
"ლუი კოფიდან" აქციებზე დგომის და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს - მოქალაქე

მოქალაქე დინა ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის სამსახურიდან გამოუშვეს.

დინა ხორგუანი ლუი კოფიდან გათავისუფლების ფაქტს ასევე მისი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას უკავშირებს. 

მეგობრებო, აქციებზე დგომის გამო და ასევე ჩემი აზრის დაფიქსირების გამო, სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლეს. წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლება მივმართო ასეთ დროს და იქნებ დამაკვალიანოთ.

Lui Coffee/ლუი კოფი, იცნობდეთ ამ რუსულ კანტორას, რომლებიც უკრაინელობას იბრალებენ". - წერს დინა ხორგუანი.
 

მსგავსი სიახლეები