ტრაგედია საბერიოში - მოქალაქეების მდუმარე აქცია თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან
ტრაგედია საბერიოში - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართა. მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და გარდაცვლილი ბავშვების მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს.
დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა. რამდენიმე საათის წინ დროებით ოკუპირებულ გალში ერთი ოჯახის 5 შვილი დაკრძალეს. ხანძრის შედეგად გარდაცვლილებიდან უფროსი გოგო 8 წლის, უმცროსი კი რვა თვის იყო. დღეს გლოვის ნიშნად ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დროშებია დაშვებული.
ტრაგედია ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში 5 იანვარს დატრიალდა. ჭოლარიების სახლში ხუთიდან ვერცერთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.