საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმში მდუმარე აქცია იმართება

09.01.25 20:31
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმში მდუმარე აქცია იმართება

 

პროტესტის 43-ე დღე საქართველოში - საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმში მდუმარე აქცია იმართება. 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ევროპული მომავლის მცველები ანთებული სანთლებით დგანან. 

დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა. რამდენიმე საათის წინ დროებით ოკუპირებულ გალში ერთი ოჯახის 5 შვილი დაკრძალეს. ხანძრის შედეგად გარდაცვლილებიდან უფროსი გოგო 8 წლის, უმცროსი კი რვა თვის იყო. დღეს  ლოვის ნიშნად სახელმწიფო უწყების ყველა შენობაზე დროშებია დაშვებული.

ტრაგედია ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში 5 იანვარს დატრიალდა. ჭოლარიების სახლში ხუთიდან ვერცერთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მსგავსი სიახლეები