"არ გავჩერდებით, ჩემს მტერს გაბრაზებული დედა... ბავშვებს მომავალს ნუ გაუფუჭებენ" - ზვიად ცეცხლაძის დედა

09.01.25 20:42
"არ გავჩერდებით, ჩემს მტერს გაბრაზებული დედა... ბავშვებს მომავალს ნუ გაუფუჭებენ" - ზვიად ცეცხლაძის დედა

"პროკურატურა ჩიხშია შესული. მტკიცებულება არ აქვთ და არ იციან, რა გააკეთონ" - ამის შესახებ 4 დეკემბერს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედამ "პირველებთან" განაცხადა. 

ნარგიზ დავითაძე, რომელიც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ამბობს, რომ სხვა ახალგაზრდა პატიმრების მშობლებთან კომუნიკაციაშია და დანებებას არ აპირებენ.

"ჩემს მტერს გაბრაზებული დედა, ღმერთმა დაიფაროს გაბრაზებული დედა ქუჩაში" - აღნიშნავს "დაფიონის" ლიდერის მშობელი და "ოცნებას" მოუწოდებს, "ბავშვებს მომავალი არ გაუფუჭონ".

პროკურატურა ჩიხშია შესული. მტკიცებულება არ აქვთ და არ იციან, რა გააკეთონ. იმედია, გონება გაუნათდებათ და სამართლიანად გადაწყვეტენ. მერე რა, რომ ჩიხშია, გამოსავალი ნახონ. დაიჭირეს, არავის კითხეს. ახლაც არავის კითხონ და გაუშვან. დედები ერთმანეთს ვუკავშირდებით. არ გავჩერდებითო და ჩემს მტერს გაბრაზებული დედა. ჯერ ითმენს ეტყობა ნერვები და ღმერთმა დაიფაროს გაბრაზებული დედა ქუჩაში. სიმართლეს ჩახედონ თვალებში და ბავშვებს ნუ გაუფუჭებენ მომავალს", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა. 

ცნობისთვის, "დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იყო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.  

ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები