ოლიგარქის რეჟიმის ტყვეები - ხვალ პროტესტის ეპიცენტრი საქალაქო სასამართლო იქნება
დედის მიერ დაანონსებული აქცია შვილის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად. ხვალ დილის 10 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი საქალაქო სასამართლო იქნება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, შეცვლის პოლიტპატიმრისთვის აღკვეთ ღონისძიებას თუ გაუხანგრძლივებს მას ციხეში ყოფნის ვადას. ხვალ რეჟიმის მსხვერპლი 11 პატიმრის საქმე ერთად განიხილება
პარალელურად ირკვევა, რომ რეჟიმმა პოლიტპატიმრების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი სერია ციხეებში დაიწყო. სამჯერ შეცვლილი საკანი, ანტისანიტარია, ტელევიზორის აკრძალვა, სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა- დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია და მის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია გისოსებს მიღმა მიმდინარეობს.