გახმაურებული მკვლელობა მესტიაში - რას ამტკიცებდნენ დაკავებულები სასამართლო პროცესზე
რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს. ამტკიცებენ, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ და ამიტომ გაისროლეს იარაღიდან. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. სასჯელს კი ძირითადად, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის იხდიდნენ.
უკავშირდება თუ არა რუსი ტურისტის მკვლელობა ნარკოტიკების რეალიზაციას? დაკავებულების ადვოკატის ბრალდების ადრესატი დღეს მოკლულის ცოლი იყო. მას უფლებადამცველი იმ ტელეფონის მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს, რომელიც მისივე მტკიცებით, უმძიმესი დანაშაულის შესახებ ბევრ ინფორმაციას ინახავდა. ადვოკატი ითხოვს, დადგინდეს რა როლი ქონდა დაზარალებულ ქალს ქსელური ნარკოტიკის შესაძლო რეალიზაციაში.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.