მდუმარე მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან - მოქალაქეები პარლამენტისკენ მიემართებიან
საზოგადოებრივ მაუწყებლიდან მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ევროპული მომავლის მცველები მდუმარე მარშს მართავენ.
სწორედ ამ ჟესტით პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ტრაგიკულად დაღუპული 5 არასრულწლოვნის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ და უსამძიმრებენ.
მოქალაქეები, რომლებიც პირველ არხზე ეთერის დათმობას, ხელახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ, გეგმავენ, რომ მსვლელობით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მივიდნენ და პარლამენტთან მიმდინარე ტრადიციულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.