აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების საქმეები - საია ინფორმაციას აქვეყნებს

09.01.25 22:57
აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების საქმეები - საია ინფორმაციას აქვეყნებს

აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების საქმეები - საია ბრალდებული პირების ვინაობის, წარდგენილი ბრალდებების, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებებისა და საქმეების განმხილველი მოსამართლეების შესახებ იმ საქმეებზე, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ინფორმაციას აქვეყნებს.

ინფორმაცია მოიცავს 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრისა და აპრილი-მაისის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირებთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოში მონიტორინგს უწევს  სისხლის სამართლის  სხდომებს, რომლებზეც ბრალდებულ პირთა საქმეებიც დაკავშირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებასთან. ამ მიზნით, საია აკვირდება 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებსა და 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სასამართლო სხდომებს. 

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები  ზემოთ ხსენებულ აქციებთან დაკავშირებულ  სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის ყველა სხდომაზე ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შუამდგომლობდნენ პატიმრობის გამოყენებას.  

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მხოლოდ 2 შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილის და დაკავებული არასრულწლოვანის საქმეზე, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით. 

ბმულზე მოცემულია შესაბამისი ინფორმაცია:  

მსგავსი სიახლეები