დატოვებენ თუ არა პატიმრობში - საქალაქოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი გიწყება

10.01.25 10:30
დატოვებენ თუ არა პატიმრობში - საქალაქოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი გიწყება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი  იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 11-ვე პირი სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს. რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად დილიდან სასამართლოს ეზოში მათი ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. 

შეკრებილები ამბობენ, რომ სასამართლო დარბაზი, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს, ძალიან პატარაა და იქ  დამსწრეებიც რაოდენობა შეზღუდულია. ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესზე მხოლოდ დაკავებულების ოჯახის წევრები შეუშვან. 

ამდენი ხანია მოსულები ვართ და ვერ შევდივართ ვერავინ.  ვერ მოახერხეს ის, რომ დაალაგონ, ვინ უნდა შევიდეს და ვინ არა. დაგვექცა თავზე ყველაფერი, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი. 

ონისემ დაწერა, რომ მაგიდებს ამატებენ დარბაზში, ოღონდ დი დარბაზში არ ჩაატარონო. ყველაფერს აკეთებენ, რომ დიდ დარბაზში არ გადავიდეთ. საშინელება ხდებაო, ადვოკატმა, - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.  

ადვოკატები ამბობენ, რომ თუ სასამართლო სამართლიანი საასმართლოს პრინციპებით იხელმძღვანელებს, ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის, გირაოს სანაცვლოდ. ინტერესების ადმცველები ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურაც საქმეს განგებ აჭიანურებს. უწყება წინასასამართლო სხდომის 5 მარტამდე გადადებას ითხოვს. 

სავარაუდოდ, პროკურატურას ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩეს ისევ პატიმრობა, რაც იქნება, რა თქმა უნდა, სრულიად დაუსაბუთებელი და სრული აბსურდი როგორც ფატობრივი ასევე სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენ ვხედავთ, უკვე თვეზე მეტიას გასული და არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ აქვს ჩატარებული პროკურატურას და არცერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში. ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან არ არის არანაირი საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გაგრძელდეს, თუმცა მაინც შევთავაზებთ სასამართლოს, რომ გირაოს სახითაც გასაზღვროს გირაოს ოდენობაც. ეს იქნება კიდევ ერთი დიდი სპექტაკლი, რომლის მთავარი მონაწილეც იქნება ანდრო ჭიჭინაძე. ვარაუდის და დაშვების საფუძველს გვაძლევს მაინც გარეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ ეს საქმე არ არის სამართლებრივი ინტერესით დაწყებული. მთავარი ინტერესი არის პოლიტიკური და რომ ანდრო სამაგალითოდ დაისაჯოს, - ამბობს ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

პროკურატურა სინდისის პატიმრებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები