სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში თეატრალები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ

10.01.25 11:44
სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში თეატრალები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ

სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესის პარალელურად, დიღომში გაფიცული თეატრალები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს საქმე დიდი აბსურდია და თეთრი ძაფით იკერება. 

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს არ არის არანაირი სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამიტომ მე აქ ვარ მოსული არა იმისთვის, რომ რაღაც გავიგო, ესენი რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე, ჩემთვის მთავარია, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ესმით თუ არა იმ სახელმწიფოში, სადაც ამდენი ხელოვანია შეკრებილი, ამდენმა ხელოვანმა ხელი მოაწერა, ამათი ხმა საერთოდ ვინმეს ესმის თუ არა. დღეს გადაწყდება ეს და დღეს გავიგებ, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არის ჩემი მოლოდინი, - ამბობს რეჟისორი დავით დოაიშვილი.   

მსახიობი ეკა დემეტრაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ახლა ძალადობრივი რეჟიმის დაკანონებას ცდილობს, თუმცა არ გამოუვათ, რადგან ამას არავინ შეეგუება.  

გარდა თვითონ ამ ადამიანებისა, რომლებიც უსამართლოდ არიან დატყვევებილები, ალბათ რეჟიმის ცდილობს, ამ ძალადობრივი რეჟიმის დაკანონებას  და  იმას, რომ რაღაცნაირად დაგვაჩვიოს და დაგვასწავლოს, რომ ეს იქნება ასე და ვრ იაზრებენ იმას, რომ ეს ასე ვერ მოხდება და ეს ასე ვერ იქნება. შეიძლება, ცოტა ხანი ასე გვაწამონ და გვაწვალონ, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. არაფერი მათთის (ოცნებისთვის) სათქმელი არ მაქვს გარდა იმისა, რომ გაგვეშვან და მისცენ ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ნორმალურ ფუნქციონირებას შეუდგეს და შევუდგებუთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური დღს წესრიგის მშენებლობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ იქამდე, სადამდეც გვინდა, რომ მივიდეთ, რომ ევროპული მომავალი გვქონდეს, რომ ყველა ინსტიტუცია მუშაობდეს, რომ პოლიციის ღირსებაც არ იყოს შელახული და ეს ენობაც არ იყოს საბჭოთა ცირკად გადაქცეული. შეგვეშვან, თავი დაგვანებონ, წავიდნენ და მიხედონ თავიანთ მილიარდებს, - ამბობს ეკა დემეტრაძე. 

მსახიობი ნატა მურვანიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ახლა ბევრი მიზეზი აქვთ, რომ სამართლიანად ღშფოთდნენ და გაბრაზდნენ. მისი თქმით, კრიტიკული აზრის გარეშე, რომლის ჩახშბასაც "ოცნება" ცდილობს, ქვეყანა ვერ განვითარდება და წინ ვერ წავა.  

ყველასთვის, ვინც ამ პროცესებს მართავს, მექნება ერთადერთი სათქმელი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, რით იწყება ადამიანი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაში ჩვენში როგორც ცხოვრობს ადამიანი, გაიღვიძებს იქაც. ალიან ბევრი მიზეზი აქვთ ადამიანების აღშფოთების და გაბრაზების. როდესაც დიალოგი წყდება მათთან, ადამიანი მიმართავს სხვადასხვა ფორმებს, რომ  მისი ხმა მიაწვდინოს სადაც უნდა მივიდეს ეს ხმა და როდესაც ასე უსწორდებიან ხმის ამომღებ ადმაიანებს, ევროკავშირის კი არა, სულ რომ არაფერი არსებობდეს და ერთი საქართველო იყოს, ავსტრალიასავით რომ ვიყოთ, შიგნითვე დაიხევა პროცესი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, კრიტიკული აზრის გარეშე რაიმეს განვითარების იმედი გვქონდეს, - ამბობს ნატა მურვანიძე.  

შგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს. 

მსგავსი სიახლეები