მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის - დავით ბეშიტაშვილი

10.01.25 13:38
მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის - დავით ბეშიტაშვილი

მსახიობი დავით ბეშიტაშვილი, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრებს გულშემატკივრობს, ამბობს, რომ ხელისუფლება იმაზე უფრო უარესი ავტორიტარიზმისკენ მიდის, ვიდრე არის. მისი თქმით, ქვეყანა ფაქტობრივად, ბელორუსია ხდება, თუმცა "ოცნებას" თავის გადარჩენის შანსი კიდევ აქვს.

მსახიობი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ყველაზე ღირსეული წასვლა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.  

ყველა ნიშნებია აბსოლუტურად იმის, რომ მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის ანუ ავხდებით ნელ-ნელა ბელორუსია. შანსი ჯერ კიდევ აქვთ იმის, რომ ცოტა ღირსება შეინარჩუნონ და ისე წავიდნენ ხელისუფლებიდან. ანუ ახალი არჩევნები ყველაზე უფრო ღირსეული წასვლა იქნება, - ამბობს დავით ბეშტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.   

მსგავსი სიახლეები