ჩვენს ქვეყანას მართავს ე.წ. ბანდა, რომლებიც რუსეთიდან იმართებიან - კახა კინწურაშვილი

10.01.25 15:12
ჩვენს ქვეყანას მართავს ე.წ. ბანდა, რომლებიც რუსეთიდან იმართებიან - კახა კინწურაშვილი

მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრებს გულშემატკივრობს, ამბობს, რომ ისტორიულ დროში გვიწევს ცხოვრება, სადაც ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის გვიწევს ბრძოლა, რადგან მისი თქმით, საქართველოს დაპატრონებული არის ე.წ. ბანდა, რომლებიც რუსეთიდან იმართებიან. 

ჩვენი ქვეყანა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს, ყველაფერი გაუქმებულია, ამ ქვეყანას მართავს რაღაცა ე.წ. დაჯგუფება, ბანდა, რომლებიც იმართებიან და დირექტივებს იღებენ რუსეთიდან.  ამისთვის მიდის ბრძოლა. ეს არის ისტორიული მოვლენა. ჩვენ ფაქტობრივად ისტორიულ დროში ვცხოვრობთ, რადგან ამ დროს წლების შემდეგ შეაფასებენ", - ამბობს კახა კინწურაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.   

მსგავსი სიახლეები