"სამართლიანი გადაწყვეტილება თქვენგან გმირობა იქნება" - რა თქვეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა პროცესზე

10.01.25 15:41
"სამართლიანი გადაწყვეტილება თქვენგან გმირობა იქნება" - რა თქვეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა პროცესზე

სინდისის პატიმრების საქმეზე მოსამართლემ უკვე 6 დაკავებულის ადვოკატს მოუსმინა. პროცესი ცოტა ხნის წინ გაახლდა და ახლა ქეთევან ჭაჭვაძემ კიდევ 5 დაკავებულის დავოკატს უნდა მოუსმინოს. 

ინტერესების დამცველები მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არცერთ დაკავებულთან მიმართებით არ უნდა გამოიყენოს, თუმცა თუ ის საჭიროდ ჩათვლის, დაპატიმრებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზეც თანახმანი არიან. 

გარდა ამისა, ადვოკატები მოსამართლეს უებნებიან, რომ თუკი აღნიშნულ საქმეებზე სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს მისი მხრიდან "გმირობის" ტოლფასი იქნება. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც ახლა განსასჯელის სკაზმე სხედან, საზოგადოების აღქმებით, უდანაშაულონი და რეჟიმის ტყვეები არიან.

თქვენგან ეს იქნება გმირობა და განიმუხტება ყველაფერი, რაც აქციებთან დაკავშირებით არის. მე ვშუამდგომლობ სასამართლოსთან, რომ არ იქნას გაზიარებული ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული ,მაგრამ ალტერნატივის სახით ჩვენ ვთავაზობთ სასამართლოს 1000 ლარიან გირაოს, ეს არ არის მინიმალური თანხა, იმიტომ, რომ ესეც არ ეკუთვნის ანდრო ჭიჭინაძეს, - ამბობს ჭიჭინაძის ადვოკატი. 

ულფებადამცველები ასევე ამბობენ, რომ პროკურატურას ბრალდებულების მიმართ ზოგადი ფორმა აქვს შემოტანილი და ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, არც მართებული არ არის. 

კიდევ ერთი დეტალი, რაზე ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ: პროკურატურას შუამდგომლობაში უწერია, თითქოს 158 დაშავებული პოლიციელი ჰყავს გამოსაკითხი, თუმცა ინტერესების დამცელების თქმით, საქმეში არცერთი დაშავებული სამართალდამცველი არ ფიგურირებს. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.  

 

მსგავსი სიახლეები