პროტესტის 44-ე დღე საქართველოში - რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობისთვის ემზადებიან
პროტესტის 44-ე დღე საქართველოში - ამ წუთიდან დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოქალაქეები იკავებენ.
ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედნიდან პირველი მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება. ეიჩარები, მარკეტერები, აიტი სპეციალისტები და მთამსვლელები - ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის ადამიანებს ერთი იდეა აერთიანებთ - ბრძოლა რეჟიმის და უსამართლობისს წინააღმდეგ.
სათქმელი არ იცვლება, ისევ ძველებურად ვითხოვთ არჩვენებს და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვცდილობთ, ჩვენი ხმა გავაგონოთ მთავრობას, გვაქვს საერთაშორისო ზეწოლის იმედი. ვუყურებთ და ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში და იმედი გვაქვს, გონს მოვლენ და მალე დასრულდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება და შეკრებილები პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან.