შეხედეთ ბრალდებულებს, ჰგვანან იმ მონსტრებს როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება სახავს? - ონისე ცხადაძის ადვოკატი მოსამართლეს

10.01.25 16:52
შეხედეთ ბრალდებულებს, ჰგვანან იმ მონსტრებს როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება სახავს? - ონისე ცხადაძის ადვოკატი მოსამართლეს

"პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს?", — ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო პროცესზე იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს.

შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს სთხოვა არ დაეყრდოს "მის წრეში გაბატონებულ სტერეოტიპს და მხოლოდ მტკიცებულებებით იხელმძღვანელოს. 

"პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ. აბა, შეხედეთ ონისე ცხადაძეს, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს? გთხოვთ, ამ შემთხვევაში არა თქვენს წრეში გაბატონებულ მოსაზრებას ან სტერეოტიპს დაეყრდნოთ, არამედ დაეყრდენით მხოლოდ მტკიცებულებებს, საქმის მასალებს და თქვენს შინაგან რწმენას", -მიმართა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.