ხმაური სინდისის პატიმრების პროცესზე - რამ გააბრაზა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე
ხმაური სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, წინასასამართლო სხდომის გადადების შესახებ, ადვოკატების რეპლიკებმა გააბრაზა.
მას შემდეგ რაც, ადვოკატებმა თავიანთი სიტყვებით ისარგებლეს, მოსამართლე ვრცელი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ პროკურატურას უფლება ჰქონდა არა 35 დღით, არამედ უფრო მეტით, 2 თვითაც კი მოეთხოვათ სასამართლოს გადადება.
ამის შემდეგ, რეჟიმის ტყვეების ადვოკატებს დარჩათ განცდა, რომ მოსამართლე ჯაჭვაძე მიკერძოებულად მოქმედებდა და მისი აცილება მოითოვეს. უფლებადამცველების თქმით, ამის შემდეგ ძნელია მოსამართლის ობიექტურობის იმედი ვინეს ჰქონდეს.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.