საჯარო მოხელეების დევნა - მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში დაიცავენ
უსამსახუროდ დარჩენილი საჯარო მოხელეები პროფესიულ კავშირს ამ დრომდე ვერ აფუძნებენ. ოფიციალურ ნებართვას რეჟიმის მსხვერპლები საჯარო რეესტრისგან ვერ იღებენ. ახალი რეპრესიული კანონის გამო, ყოველდღიურად იზრდება მათი რიცხვი, ვისაც მოულოდნელად ეუბნებიან, რომ სამსახური აღარ აქვთ.
ევროპული მომავლის დაცვის გამო, რეპრესიების ტალღამ უკვე 100-ზე მეტ საჯარო მოხელეს გადაუარა. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში დაიცავენ.
საჯარო მოხელეები, რომელბიც ჯერ კიდევ სამსახურებში რჩებიან, უკანონოდ გათავისუფლების ახალ ტალღას მარტში ელოდებიან.
ჩემს მსგავსად ათეულობით ადამიანს გაუუარესდა მდგომარეობა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ ქუჩაში აღმოჩნდა, ამ ცვლილებების შედეგად, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ანტიკონსტიტუციური შეტევა საჯარო სექტორზე იმისთვის, რომ ის გაიწმინდოს კეთილსინდისიერი, ინტელექტუალური, პატიოსანი ქსოლივილისგან. ეს არის გამოცხადებული დევნის ქრონიკა. ცხადია, გავაგრძელებთ კეთისინდისიერად შრომას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ რეპრესიების ახალ ტალღას, - ამბობს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს, ფუძნდება პროფკავშირები, საჯარო მოსამსახურეთა გაერთიანება, რომელშიც სხვადსხვა სამსახურში დასაქმებული პირები იქნებიან ჩართულნი.
ძალას, რომელიც უპირისპირდება საჯარო მოხელეებს, თვითონვე ეშინიათ აქტიური ადამიანების, ხმის ამოღების და ცდილობენ,როგორმე ეს საუბარი ჩაახშონ, ერთმანეთთან დისკუსიაც კი აკრძალულია საჯარო სამსახურებში, რომ პოლიტიკაზე არ ისაუბრონ. ვაფუძნებთ პროფკავშირებს, საჯარო მოსამსახურეთა გაერთიანებას, რომელშიც სხვადსხვა სამსახურში დასაქმებული პირები არიან ჩართულნი. მარტის თავიდან რეპრესიების უკვე მეორე ტალღა დაიწყება, რისთვისაც ჩვენი პროფკავშირები ემზადება -აცხადებს გიგა სოფრომაძე
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულმა უკვე 70-მდე თანამშრომელმა მიმართა.
“ჩვენ ამ ხალხს ვეხმარებით, რომ სამართლებრივად დაიცვან თავი სასამართლოს მეშვეობით“, - ამბობენ მესამე სექტორში.