ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს - ანდრო ჭიჭინაძე

10.01.25 17:43
ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს - ანდრო ჭიჭინაძე

ანდრო ჭიჭინაძეს დღევანდელმა სასამართლო პროცესმა, უკანონო ტყვეობამ და მიმდინარე მოვლენებმა კაფკას პერსონაჟი გაახსენა, რომელიც გაურკვევლობაშია.

მისი თქმით, არ ეგონა თუ ეს შეგრძნება ასეთი ახლობელი გახდებოდა მისთვის. 

ერთ რამეს დავამატებ, ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს - ამბობს მსახიობი. 

"ძალიან უცნაური პროცესია... გამახსენდა ჯოზეფ კარლი, ასეთი პერსონაჟი, კაფკასი, რომელიც სასამართლო პროცესი აქვს და არ ციის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძენაბ როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლესთქო და რაღაცნაირად მოხერხდა და საკმაოდ უცნაურია. ერთ რამეს დავამატებ, ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - ამბობს ჭიჭინაძე.

სინდისის პატიმრები ვერდიქტის მოლოდინში არიან  - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

 აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.