თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - სავარაუდოდ, აყვანილია 12 მძევალი

09.09.21 16:05
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - სავარაუდოდ, აყვანილია 12 მძევალი

თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" ყვარელში - მძარცველს სავარაუდოდ მძევლები ჰყავს. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა 12 პირი აიყვანა. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არცერთ უწყებას არ დაუდასტურებია. თვითმხილველმა კი "ტვ პირველს" მიაწოდა ვიდეოკადრები, რომელიც საქართველოს ბანკის მიმდებარედაა გადაღებული. 

კადრში ჩანს პოლიციის მანქანა, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული