სინდისის პატიმრების საქმე - რა თქვეს პროცესზე განსასჯელის სკამზე მსხდომებმა

10.01.25 20:11
სინდისის პატიმრების საქმე - რა თქვეს პროცესზე განსასჯელის სკამზე მსხდომებმა

 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 სინდისის პატიმარი მოსამართლე ქეთავნ ჭაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

"როგორ ხართ? ძალიან მომენტრეთ" - ეს იყო მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მთავარი სათქმელი ოჯახისთვის, რომელიც სასამართლო დარბაზში სინდისის პატიმრის პროცესს აკვირდებოდა. ჭიჭინაძე ოჯახმა მისი დაკავების შემდეგ პირველად ნახა. 

დატყვევებულმა მსახიობის ემოციურმა სიტყვამ დარბაზში ოვაციები გამოიწვია. ანდრო ჭიჭინაძემ გულშემატკივარს სცენის ნაცვლად დღეს განსასჯელის სკამიდან მიმართა. ანდრო ჭიჭინაძე დარბაზში მყოფებს მის შეგრძნებებს უხსნიდა. სინდისის პატიმარმა საკუთარი თავი ფრანც კაფკას იმ პერსონაჟს შეადარა, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და გაურკვევლობაშია, იმიტომ, რომ არ იცის რას ედავებიან.

ემოციების და ტაშის შეკავება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს დღეს რამდენჯერმე მოუწია. სინდისის პატიმრები ბრალს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო ტყვეობაში ყოფნით ამაყობდნენ. 24 წლის ბიჭი რუსთავიდან რეზო კიკნაძე მსაჯულს უხსნიდა, რომ პროცესის მიმდინარეობა და პროკურატურის საბრალდებო დასკვნა საცირკო სანახაობას უფრო ჰგავდა.

სინდისის პატიმრების სასმართლო პროცესის შესახებ ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.