ეს არის ცირკი, თამაში, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს - ირაკლი კვირიკაძე
მსახიობი ირაკლი კვირიკაძე აცხადებს, რომ მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება პირდაპირი ბრძანებაა და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამასთან, მსახიობი ამბობს, რომ მოსამართლემ მთელი პროცესის განმავლობაში იცოდა წინასწარი პასუხი და არც არაფერი განუხილავს.
ყველამ ვიცით, რომ არც არაფერი განუხილავს და არც არაფერი გაუსამართლებია, ეს არის პირდაპირი ბრძანება. მთელი პროცესის განმავლობაში იცოდა წინასწარი პასუხი და ეს პასუხი მივიღეთ. სასაცილოა ეს ყველაფერი, ეს არის ცირკი, თამაში, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კვირკაძემ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.