"აბსურდში ვცხოვრობთ, ჯოჯოხეთი მოაწყვეს, ხალხს პატიმრობაში ტოვებენ არაფრის გამო" - პაატა ინაური

10.01.25 19:01
"აბსურდში ვცხოვრობთ, ჯოჯოხეთი მოაწყვეს, ხალხს პატიმრობაში ტოვებენ არაფრის გამო" - პაატა ინაური

"აბსურდში ვცხოვრობთ. ჯოჯოხეთი მოაწყვეს. ხალხს პატიმრობაში ტოვებენ არაფრის გამო" - ამის შესახებ მსახიობმა პაატა ინაურმა "პირველებთან" მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.