პირველადი ინფორმაციით, ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს

09.09.21 16:14
პირველადი ინფორმაციით, ყვარელში  საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს

პირველადი ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. 

გომელაურის უწყების განცხადებით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.