"ოცნების" რეპრესიები უკვე 100-მდე ადამიანს შეეხო - საჯარო მოხელეები სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ
საჯარო მოხელეები თავის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. 50-ზე მეტი სარჩელი მომზადების პროცესშია, რამდენიმე უკვე სასამართლოში შესულია. საჯარო სამსახურებიდან იმ თანამშრომლების წმენდა გრძელდება, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ემხრობიან. მათ სამსახურიდან რეორგანიზაციის ან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით უშვებენ, თუმცა არასამთვრობო ორგანიზაციები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური, მიზანი კი მხოლოდ დასჯაა.
რეპრესიებს შეეხოთ არა მხოლოდ მათ, ვინც სამსახურიდან ღიად გაათავისუფლეს, არამედ მათ, ვინც ჯერ არ გამოუგდიათ, თუმცა ყველანაირად ცდილობენ, რომ შეავიწროონ. ზოგს აქვეითებენ, ზოგს ხედლშეკრულების ვადას უმცირებენ. მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა საჯარო მოხელეების რეპრესიულ კანონს ხელი მოაწერა, მათ აღარაფერი იცავთ ხელისუფლების ტერორისგან. ყველა ხვდება, რომ რეჟიმის სადასმჯელო ხელი არ გაჩერდება და რეპრესიების ახალი ტალღა ამოქმედდება.
სინქ: სალომე ნატროშვილი- პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი
პარლამენტმა დაჩქარტებული წესით მიიღო ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგად საჯარო მოხელეს რეპრესიული ტალღისგან ვერც სასამართლო დაიცავს, ხელისუფლება ტერორს კანონით იმტკიცებს, ამიტომ საჯარო მოხელეების დაცვისათვის დამოუკიდებელი პროფკავშირი ყალიბდება, რეესტრი კი პროფკავშირის რეგისტტრაციას ხელს უშლის რაც ცხადყოგს რომ ახლა ხელსიუფლებას საჯარო მოხელეების პროტესტის ყველაზე მეტად ეშინია
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.