ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! მონობა იცოდეთ ცუდად მთავრდება! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოსამართლეს
ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! - ასე მიმართავს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სინდისის 11 პატიმარი ციხეში ჩატოვა.
მონობა იცოდეთ ცუდად მთავრდება - ეუბნება რეჟიმის მოსამართლეს სალომე ზურაბიშვილი.
ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.