"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - საქალაქო სასამართლოს ეზო დღეს ხალხით გადაივსო

10.01.25 20:19
"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - საქალაქო სასამართლოს ეზო დღეს ხალხით გადაივსო

 

ქვეყნის ერთ ერთი მსხვილი ბიზნესმენი დღეს სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, სასამართლოს პროცესზე მივიდა. თემურ ჭყონია იმ ხალხთან ერთად იდგა, ვინც რეჟიმის მიერ მოქალაქეების ციხეში გამოკეტვას თბილისის საქალაქო სასასამართლოს ეზოში აპროტესტებდა. ასეთი რამ  პირველად ხდება, როცა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ბიზნესი სასამართლოს ეზოდან ითხოვს და აქციაზე დგას. თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ მსოფლიო ,,ქართულ ოცნებას'' სრულ იზოლაცია მოაქცევს, რაც საქართველოს ეკონომიკასაც დააზიანებს.   

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ დღეს დიდი პროტესტი აზვირთდ. ივანიშვილის რეჟიმის გვერდით დგომა საქართველოში დიდ სირხვილად ითვლრბა. მსახიობები, სცენარისტები რეჟისორები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები დღეს ყველა ერთხმად ამბობდა, რომ დუმილი დანაშაულია და ვინც ალხა ფიქრობს, რომ ჩუმად უნდა იყოს, რადგან მისი ოჯახის წევრი არ ზის ციხეში, უნდა აცნობიერებდნეს, რომ რეჟიმი ხვალ მასთანაც მივა. 

სინდისის  პატიმრების სასამართლო პროცესმა ქუჩაში გამოსული ხელოვანები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ქვეყანას მართავს არა ხელისუფალი, არამედ დაჯგუფება, რომელიც რუსეთიდან იმართება, ამ მძიმე პროცესში ჩიხში შესული სიტუაციიდან   ერთადერთი გამოსავალი კი ახალი არჩევნებია.  

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.