"მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ - გვჯერა!" - თბილისში ვაკელების და ვერელების მარში იმართება

10.01.25 20:36
"მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ - გვჯერა!" - თბილისში ვაკელების და ვერელების მარში იმართება

 

"მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ - გვჯერა!" - ამ შინაარსის ბანერებით მსვლელობას ამ წუთებში ვაკელები და ვერელები მართავენ. ახალი არჩევნების მოთხოვნით მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირს გაივლიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მსვლელობის მონაწილეები ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დღევანდელმა სასამართლო პროცესმა, რომელიც სინდისის პატიმრების საქმეებს ეხებოდა, კიდევ გაუმძაფრათ განცდა, რომ სასამართლოც "ოცნებისან" არის მართული. 

ძალიან ცუდი რამ ვიხილეთ. სრცხვენოდეთ ჩვენს მოსამართლეებს. ალბათ არ სჯერათ იმის, რომ აუცილებლად დაისჯებიან იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ისინი იღებენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გამოუშვან დაპატიმრებული ახალგაზრდები, ჩვენი შილები, თუმცაღა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება, სულ მალე ბოლო მოეღება ქოცურ მთავრობას, - ამბობს მსახიობი და წამყვანი ია ფარულავა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.