საყოველთაო პროტესტის 44-ე დღე - რუსთაველი ისევ გადაკეტილია

10.01.25 20:50
საყოველთაო პროტესტის 44-ე დღე - რუსთაველი ისევ გადაკეტილია

 

საყოველთაო პროტესტის 44-ე დღე - რუსთაველი ისევ გადაკეტილია. პარლამენტის წინ ბევრი ხალხი დგას და ბევრიც ამ წუთებში მიდის. დღეს რეჟიმმა ხალხს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ უკან არ დაიხევს, მაგრამ ხალხმაც უკვე გასცა პასუხი - ისევ დაუღალავი და უწყვეტი ბრძოლა ახალი ძალებით ქვეყნის  მომავლის გადასარჩენად.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

არ უნდა დავიღალოთ, უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად,რ ომ დავიცვათ ის პრინციპები, ის ფასეულობები, რისთვისაც აქ ვდგავართ. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი რამაა სასწორზე: ეს არის ჩვენი მომავალი. მე წარმოვადგენ დევნილთა საზოგადოებას, თვითონ ვარ დევნილი ფახზეთიდან, მშვიდობის აქტივისტი და ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ როგორც მშიდობის, ასევე უსაფრთხოების კუთხით ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ის, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება აკეთებს, ეს არის არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ამავდროულად, მისი ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა გრძელვადიანად აზიანებს კონფლიქტების მოგვარებასა და ნამდვილი მშვიდობის შესაძლებლობას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.