არ დავიღლებით! - თბილისის პარალელურად პროტესტია ბათუმშიც

10.01.25 21:05
არ დავიღლებით! - თბილისის პარალელურად პროტესტია ბათუმშიც

თბილისის პარალელურად, პროტესტის ბათუმშიც. ხალხი ისევ ქალაიქს ცენტრშია შეკრებილი და ქვეყანაში ახალ არჩევნებს ითხოვს. მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და ბრძოლას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროტესტის 44 დღეა, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის და ჩვენი მოთხოვნები უცვლელი: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დღეს იყო პოლიტპატიმრების სასამართლო სხდომა და ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არცერთის მოთხოვნა არ დაკმააყოფილეს, ვხედავთ, რომ ჩვენი სასამართლო არის პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არის. ამ ფონზე, "ოცნება" ცდილობს, გაგვიწყვიტოს ურთიერთობა ევროპასთან, ამიტომაც მიზეზი არ ილევა იმისა, რომ აქ ვიდგეთ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციაზე იმყოფება პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამაც. ცეცხლაძის პროცესი სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული, თუმცა ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ სასამართლოს პირობებში პოზიტიური მოლოდინი ვერ ექნება. 

დაკავებულებს პირველ რიგში, ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. ჯგუფური ძალადობა ნამდვილად არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ მას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა, სასამართლო და ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ისეთი სასამართლოს პირობებში, როგორიც დღეს არის საქართველოში, არანაირი მოლოდინები არ მაქვს. სისხლის სამართლის საქმეები არის აბსოლუტურად შეკერილი, დაუსაბუთებელი, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.