"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - საზმაუსთან შეკრებილები რუსთაველისკენ დაიძრნენ
კიდევ ერთი საპროტესტო მარში თბილისში - ამჯერად რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ტრადიციულად ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ასევე ყოველდღიურ რეჟიმში პირველ არხთან იკრიბებიან და საეთერო დროს ითხოვენ. ამბობენ, რომ საზმაუ ეკუთვნის ხალხს და ამიტომ ხალხის ხმა უნდა გააჟღერონ.
მოქალაქეები დღეს საქალაქო სასმართლოში გამართულ პროცესსაც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში არიან გამოკეტილები, პროტესტის განელების უფლება არავის აქვს.
პირველ არხთან დაკავშირებით პროტესტის უწყვეტობა იმიტომ უნდა იყოს და იმიტომ უნდა გაგრძელდეს, რომ საბოლოო ჯამში, საზმაუდან ხალხის ხმა გაისმას. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენს პატიმარ ბიჭებთან დაკავშირებით, პირადად მე სხვა მოლოდინი არც მქონდა სამწუხაროდ. ამიტომ, ბრძლა უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. სანამ ეს ბიჭები იქნებიან პატიმრობაში, მშვიდად და ლაღად ვერ უნდა ვიგრძნოთ თავი, - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის ჩართვაში.