არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც

09.09.21 16:37
არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც

არსებული ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეჭრილ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც. 

სავარაუდოდ, 35 წლის მამაკაცი ბანკში მაშინ შეიჭრა, როცა ფილიალში თანამშრომელები და მომხმარებელები იმყოფებოდნენ.

მძევლების რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთის მიხედვით, შეიარაღებულ პირს 15-მდე პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. მეორე ვერსიით, თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ფილიალში მყოფი სამი პირი აიყვანა.  აქიდან ერთი-ერთი მომხმარებელი, ორი კი ბანკის თანამშრომელია. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე განმოჩნდნენ სავარაუდო მძევლების ახლობლებიც. 

ყვარლის მერის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, მისი თქმით, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში. 

მსგავსი სიახლეები