უბედური შემთხვევა ლილოში - ტვ პირველმა მომხდარის დეტალები გაარკვია

09.09.21 16:59
უბედური შემთხვევა ლილოში - ტვ პირველმა მომხდარის დეტალები გაარკვია

ტვ პირველმა ლილოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები გაარკვია. ბოლო ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოზე დაღუპულის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

 უბედური შემთხვევა ლილოში დღეს მოხდა. სამუშაოებს ადგილზე ნავთობტერმინალი ,,ჯითიელ გრუპი" ახორცილებდა. 

ტვ პირველის ინფორმაციით,  გარდაცვლილია ბენზინგასამართ სადგურის უფროსი, შუახნის მამაკაცი. ნავთობტერმინალის თავზე გაყვანილია რკინიგზა, რისთვისაც მოჭრეს მიწა და ამ მიწის გასამაგრებელ სამუშაოებს საკუთარი ნებით ასრულებდა. მეპატრონე დღეს დასათვალიერებლად იმყოფებოდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა.

გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული.