11 იანვარი, 10:00 საათი - სინდისის პატიმრების პროცესი იწყება

11.01.25 09:45
11 იანვარი, 10:00 საათი - სინდისის პატიმრების პროცესი იწყება

პროევროპული აქციების დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი დღეს, 11 იანვარს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

მოსამართლე - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. რაც შეეხება გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 

 სასამართლოში იკრიბებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები.