როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი

11.01.25 10:04
როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი

სინოპტიკოსები 11  იანვარს,  საქართველოში ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ - მათივე პროგნოზით  შაბათს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი   10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +11, +16°; მაღალმთაში დღისით +6, +11°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +9, +14°; მთაში დღისით +6, +11°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.°ზოგან +10° -მდე.   

დედაქალაქში +13°-ს ვარაუდობენ.