ნანკა კალატოზიშვილი: მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს?
მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს? - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატზიშვილმა განაცხადა.
ევროპული აქციების მონაწილე დღეს სინდისის პატიმრების სასამართლოს ესწრებოდა. მსახიობმა კომენტარი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაყვეტილების შემდეგ გააკეთა.
საუბარია, დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობის არდაკმაყოფილებაზე.
რა ხდება? მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს ყოველ წელს და ყოველი მთავრობის დროს. ეს არის ადამიანი, რომელიც ამწარებდა დედებს ... სტუდენტები ხალხო, როგორი ოქროს ფონდი არის დღეს დაჭერილი და ორ კურსს ნასწავლი მოსამართლეები ასამართლებენ. ეს არის წარმოუდგენელი, შარიკოების ქვეყანაში ვართ. როგორ შეიძლება, გაჩერდე ან რაღაცა დათმო, ჩემთვის წარმოუდგენელია'', - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
ქაოსი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე და პროკურორები სხდომათა დარბაზში მარტო დატოვეს. პატიმრებმა, მათმა ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა, რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. მიზეზი მოსამართლე ხუსკივაძის უარია დარბაზის შეცვლაზე.
ოლიგარქის ტყვეები საბრალდებო სკამებზე ვერ ეტეოდნენ, ადვოკატებს ადგილი ჰყოფნიდათ. სხდომათა დარბაზი იმდენად პატარაა, რომ ხალხ ჰაერიც კი არ ჰყოფნიდა, ცოტა ხნის წინ, ერთ ერთი დაკავებული შეუძლოთაც გახდაა. ირაკლი მიმინოშვილის დასახმარებლად მედიკოსების გამოძახება გახდაა საჭირო.