''პოლიცია კანონს არღვევს'' - აქცია გლდანში პოლიციის შენობასთან

11.01.25 16:01
''პოლიცია კანონს არღვევს'' - აქცია გლდანში პოლიციის შენობასთან

უწყვეტი პროტესტი გრძელდება -  მოქალაქეები გლდანში პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ.

პოლიციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, სიტყვით მიმართავენ სამართალდამცველებს და ეუბნებიან, რომ დაიცვან ადამიანები და არ მიუგდონ ტიტუშკებს.

''სასამართლო უსამართლოების ხელშია'', ''პოლიცია კანონს არღვევს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით არიან მოქალაქეები აქციაზე მისული.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ითხოვენ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველა რეჟიმის პატიმარი, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის უკლებლივ ყველა გათავისუფლდეს. ისინი არიან რეჟიმის ტყვეები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ადამიანს ვედგეთ გვერდით და ვისაუბროთ იმ შიშსა და ტერორზე, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება, ასევე ვითხოვთ ახალ არჩევნებს'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.