,,საქართველოს ბანკში" 3-4 კაცია დარჩენილი, დანარჩენი მძევალი გაათავისუფლეს - გიორგი ღვინიაშვილი

09.09.21 17:25
,,საქართველოს ბანკში" 3-4 კაცია დარჩენილი, დანარჩენი მძევალი გაათავისუფლეს - გიორგი ღვინიაშვილი

ყვარლის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის, ინფორმაციით, თავდამსხმელმა ,,საქართველოს ბანკიდან" მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა, 3-4 კაცი კი ადგილზე რჩება

ყვარელში აღშფოთებულია ხალხი, როგორც ამბობენ, ,,საქართველოს ბანკში" შესულია ტერორისტი ხელყუმბარით, როგორც ამბობენ, მილიონს ითხოვს, მძევლების ნაწილი გათავისუფლებულია, 3-4 ადამიანია დარჩენილი და მძევლად აყვანილი, მძევლები, რომლებიც გაათავისუფლეს, პოლიციას მიჰყავს დაკითხვაზე - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ,,საქართველოს ბანკში" თავდამსხმელი ყუმბარით შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ 12 მილიონი მოითხოვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შენობა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები