სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში - მოკლულია 3 პირი

11.01.25 16:43
სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში - მოკლულია 3 პირი

სისხლიანი დაპირისპირება დროებით ოკუპირებულ სოხუმში  - სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. მედიკოსებმა დაშავებულების გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ეჭმიტანილი ე.წ. პოლიციამ გაქცევიდან რამდენიმე საათში დააკავა. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს უკავშირდება.