სინდისის პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებაში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გადაიყვანეს

11.01.25 18:56
სინდისის პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებაში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სინდისის პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ღიმილის ბიჭები სხდომათა დარბაზიდან გისოსებს მიღმა ისე მოათავსეს, რომ ამის შესახებ მათი ოჯახის წევრები ინფორმაციას არ ფლობდნენ.

ოჯახის წევრებმა იმიტომ დატოვეს, რომ მათი ოჯახის წევრები უკან გააბრუნეს ციხეში, შესაბამისად მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს ყველასთვის კვე ცნობილი იყო და მოსამართლის ლოდინს არანაირი აზრი არ ჰქონდა. მნიშვნელოვანი გარემოება არის ისიც, რომ გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი ჰქონდა მოსამართლეს და სწორედ ამის გამო ისინი უკან პენიტენციურ დაწესებულებაში გააბრუნეს. მოსამართლე მთელი ამ დღის განმავლობაში არღვევდა მთელ რიგ კანონმდებლის მოთხოვნებს. აცილების შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებდა. დაცვის მხარეს არ აძლევდა ელემენტარულ შესაძლებლობებს, რომ დაეყენებინა შუამდგომლობა. შესაბამისად, ჯერ კიდევ დილითვე იყო ცნობილი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნული მოსამართლე. როდესაც ჩემი დაცვის ქეშ მყოფები ამბობენ და ექიმსაც დაუდასტურათ, რომ უჰაერობის გამო ცუდად გახდა ბრალდებული, არ გადაიტანა პროცესი. ამის საფუძველი იყო ის, რომ წინასწარ პოზიციებს ავლენდა. შემდეგი საფუძველი იყო ის, რომ პირები, რომლებსაც უნდა ემსჯელა გირაოს დატოვებდა თუ არა, მათ განახლებულ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს'', - ამბობს ადვოკატი.

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.