"ესენი არიან საქონლები...მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილი გვერდით მყავდეს" - სინდისის პატიმრის დედა

11.01.25 19:04
"ესენი არიან საქონლები...მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილი გვერდით მყავდეს" - სინდისის პატიმრის დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თორნიკე გოშაძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს - სინდისის პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა.

"ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები" - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა და ასევე საკუთარ შვილს მიმართავს - "მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყო".

ამასთან, მარია კობახიძე აანონსებს, რომ ღიმილის ბიჭების მშობლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.

არ იყო მოულოდნელი. ჯერ რა უნდა მოვთხოვო მოსამართლეს, როცა დილიდან აქ ვართ და ბავშვები ისე გადაიყვანეს ციხეში, ჩვენ არ ვიცოდით ოჯახის წევრებმა. ვდგავართ და ჩვენი შვილები, რომ დაგვენახა იმ პატარა შუშაში ამის გამო ვიდექით აქ, თორემ დავუდოთ სახლებში. ისედაც ვიცოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები მეტი არაფერი. დიდი საქონლები. ამათი დღეც დადგება აუცილებლად. მე ვიამაყებ ჩემი შვილით და ამათ შვილებს შერცხვებათ თავისი დედების და მამების. მე ნამდვილად ვიამაყებ.

თორნიკე ძალიან გავნერვიულდი დედი, თუ მოუსმენ ამას არ ინერვიულო, შენ იცი ჩემი ემოციები, ამიტომ მე არავის და არაფრის არ მეშინია, ხომ იცი რამდენად ძლიერი ვარ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ იყო ოჯახის გვერდით. მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე ძალიან კარგი შვილი, არაფერი არ გამიჭირდება ცოტა ხანი მოვითმინოთ და ყველაფერი დამთავრდება იმიტომ, რომ თქვენს გვერდით დგას მთელი საქართველო და მსოფლიო. ჩვენ შევხდებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ ყაველაშვილს არ ვთვლი პრეზიდენტად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ძალიან კარგად. '', - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები