"მოსამართლე რეჟიმის მონაა" - სინდისის პატიმრის მხარდამჭერი
"მოსამართლე რეჟიმის მონაა" - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მყოფმა მოქალაქემ "პირველებთან" მას შემდეგ განაცხადა, როდესაც ირაკლი ხუსკივაძემ ღიმილის ბიჭები პატიმრობაში დატოვა.
სინდისის პატიმრების მხარდამჭერის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით მოსამართლემ განაჩენი საქართველოს გამოუტანა.
გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ამ განაჩენით სასამართლომ განაჩენი გამოუტანა საქართველოს. ამ მოსამართლეებმა განაჩენი გამოუტანეს მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ეს განაჩენი არის ახალგაზრდების დასჯა. ეს ახალგაზრდები არიან ტყვეები, რეჟიმის ტყვეები. მოსამართლე კიდე არის მონა, რეჟიმის მონა'', - ამბობს ერთ-ერი მოქალაქე.
ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.