უკანონობის ახალი რეკორდი გაუმჯობესებულია - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებით, სინდისის 8 პატიმარი ციხეში რჩება

11.01.25 20:00
უკანონობის ახალი რეკორდი გაუმჯობესებულია - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებით, სინდისის 8 პატიმარი ციხეში რჩება

უკანონობის ახალი რეკორდი გაუმჯობესებულია - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებით, სინდისის რვა პატიმარი ციხეში რჩება. ცხრა-საათიანი პროცესის ბოლოს, მოსამართლე ხუსკივაძეს სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

რეჟიმის უდანაშაულო რვა მხვერპლი დღეს ციხეში ისე დააბრუნეს, რომ მათ სავალდებულო დაცვის უფლებაც კი წაართვეს. დაკავებულები სასამართლოს შენობიდან, ფაქტრობივად, გაიტაცეს.

მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად ევროპული მომავლის მცველებმა და მათმა ადვოკატებმა სასამრთლოს დარბაზი დატოვეს, მოსამართლემ სახაზინო ადვოკატების ჯგუფი გამოიძახა. თუმცა ახალმა იურისტებმა დაკავებულებთან შეხვედრა საერთოდ ვერ მოახერხეს, რადგან გაირკვა, რომ რვავე პატიმარი იმ დროს უკვე ციხეში ყავდათ გადაყვანილი, რასაც სასამართლოში ხმაური მოყვა.

ნინო ღვედაშვილი დეტალებით.