ყველა მძევალი თავისუფალია - შსს

09.09.21 18:03
ყველა მძევალი თავისუფალია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სპეცოპერაცია გრძელდება. ქეთი კოვზიაშვილის თქმით, პირი შეიარაღებულია. 

ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია“,- ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

ქეთი კოვზიაშვილის თქმით, იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც.

მისივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება.