"უთანასწორობა უსამართლობაა" - მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ დაიძრნენ

11.01.25 20:34
"უთანასწორობა უსამართლობაა" - მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ დაიძრნენ

"უთანასწორობა უსამართლობაა" - ამ ლოზუნგით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ დაირძნენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა ადგილზე უფასო სასადილოს საკვები მიიტანეს, ასევე გამოფინეს პარლამენტარების და ჩინოვნიკების ხელფასი, რათა განსხვავება ნათელი ყოფილიყო.

ერთ-ერთი დემონსტრანტის თქმით, აქციის მიზანია, რომ აქცენტი დაისვას ყველზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, სიღარიბეზე.

ცხადია ვიზუალურად, რამხელა უთანასწორობასთან გაქვს ადგილი და როგორი დამჩაგვრელი არის პოლიტიკა როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდესო დამატებითი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რომ იყვნენ ღირსეულ გარემოში. ეს შეხვედრა არის მცდელობა, რომ აქცენტი დავსვათ ყველაზე მნიშვნელობაზე, რა არის სიღარიბე, რომელიც არის მზარდი '', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
 

მსგავსი სიახლეები